HoReCa სექტორის სავაჭრო წარმომადგენელი
კომპანია “შარმ ტრეიდინგი” აცხადებს ვაკანსიას ,,HoReCa სექტორის სავაჭრო წარმომადგენლის“ პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 600+ ბონუსი ( საშუალოდ 2000 ლარი )
ფუნქცია-მოვალეობები:
** აქტიური გაყიდვების წარმოება HoReCa მიმართულებით და მსხვილ B2B კლიენტებთან;
** პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნება;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა (მოლაპარაკება, შეკვეთის მიღება, ხელშეკრულების გაფორმება);
** გაყიდვების ანგარიშგების წარმოება (ყოველკვირეული/ყოველთვიური);
** გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა და კლიენტების ქსელის გაფართოება;
** ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი (ფასები, აქციები, ახალი პროდუქტები);
** დებიტორული დავალიანების კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია HoReCa მიმართულებით);
** გაყიდვების წარმოების და ეფექტური მოლაპარაკების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** საწვავით უზრუნველყოფას;
** ავტომობილის ცვეთის ხარჯების კომპენსაციას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

Eng
Geo