მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი (HoReCa)
კომპანია “შარმ ტრეიდინგი” აცხადებს ვაკანსიას ,,მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის” (HoReCa) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; მოქნილი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200
ფუნქცია-მოვალეობები:
** HoReCa ობიექტებზე დისპენსერებისა და ლუდის ჩამოსასხმელი აპარატების მონტაჟი;
** დამონტაჟებული აპარატურის გამორთვა, ტექნიკური დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება;
** აპარატურის პროფილაქტიკური შემოწმება (გაჟონვა, წნევა, ტემპერატურა, ჰიგიენური მდგომარეობა) და გამორთული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მარტივი ტექნიკური ინსტრუქციის მიწოდება ობიექტის პერსონალისთვის;
** საწყობში დისპენსერებისა და ტექნიკური აღჭურვილობის მართვა: აღრიცხვა, შენახვა, დახარისხება დადგენილი წესების შესაბამისად;
** რეგიონებში გასაგზავნად აპარატურის მომზადება, კომპლექტაცია, შემოწმება და უსაფრთხო შეფუთვა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ხელმძღვანელის მითითებით სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია HoReCa სფეროში);
** ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟისა და სერვისის საბაზისო ცოდნა;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (ობიექტებზე გადაადგილებისთვის);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** საწვავით უზრუნველყოფას სამუშაო ვიზიტების დროს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

Eng
Geo