კონტროლის სპეციალისტი

შარმ ტრეიდინგი აცხადებს ვაკანსიას ,,კონტროლის სპეციალისტის” პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი (დიღომი) საქალაქო სასამართლოს უკან, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის N6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 სთ
ანაზრაურება:  1200 ლარი + საწვავის ხარჯის ანაზღაურება + კვება

ფუნქცია-მოვალეობები:
• სასაწყობო ნაშთების კონტროლი (აღწერები) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
• პრობლემური ვალებისა და სავაჭრო ობიექტების კონტროლი; 
• სავაჭრო წარმომადგენლების დებიტორული დავალიანების ანალიზი; 
• კონტრაგენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებისა და ვადების კონტროლი; 
• შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ეკონომიური ან იურიდიული მიმართულებით);
• Microsoft Excel-ის ცოდნა;  
მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
• მონიტორინგისა და კონტროლის უნარი;
• საჭიროების შემთხვევაში მივლინებებისთვის მზაობა.

რას გთავაზობთ? 
• ჯანმრთელობის დაზღვევას;
• საწვავის ხარჯის ანაზღაურებას; 
• კვებას;
• თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
• კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

 

18

18

სტრატეგიული პარტნიორი

8000

8000

+

ღირებული კლიენტი

81

81

წამყვანი გლობალური ბრენდი

600

600

+

გუნდის წევრი