ინვენტარიზაციის სპეციალისტი
კომპანია “შარმ ტრეიდინგი” აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი; დიღომი; ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 17:00-01:00 სთ
ანაზღაურება: 1400 ლარი + ტრანსპორტირება + კვება
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში არსებული პროდუქციის ყოველდღიური აღწერა/კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი და რეპორტინგი საწყობის მენეჯერთან;
** ხარვეზების/დაზიენების აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერი რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
** კვებას;
** ტრანსპორტირებას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

Eng
Geo