შპს „შარმ ტრეიდინგი“ (ს/კ 211397004) (შემდგომში „კომპანია“)  ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაბამისად, შპს „შარმ ტრეიდინგი“  კანდიდატის შესახებ ინფორმაციას ინახავს  არაუმეტეს 1 წლის ვადით.

შესაბამისად, თქვენი მხრიდან აღნიშნულ ვაკანსიაზე, რეზიუმეს გაზიარებით ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული და მითითებული პერსონალური მონაცემები არის ზუსტი და გეკუთვნით თქვენ. ამასთან აცხადებთ, თანხმობას, რომ თქვენ მიერ (მათ შორის, რეზიუმეში) მითითებული პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს ‘შარმ ტრეიდინგმა“ (ს/კ 211397004) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენთვის ცნობილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის  უფლებების შესახებ, მათ შორის ინფორმირებული ხართ, რომ თქვენ როგორც მონაცემთა სუბიექტს ნებისმიერ დროს შეგიძლიათ  შპს „შარმ ტრეიდინგისგან“ მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ  რომელი მონაცემები მუშავდება და რა მიზნით; მონაცემთა მოპოვების წყარო; შენახვის ვადა; ასევე, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს  მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა, განადგურება და მონაცემთა დაბლოკვა, ასევე გამოიხმოთ თანხმობა. თქვენ მიერ აღნიშნული უფლებების გამოყენების შემთხვევაში კომპანიისათვის მიმართვიდან 10 სამუშაო  დღის ვადაში შპს „ შარმ ტრეიდინგი“ მიიღებს შესაბამის ზომებს მონაცემთა გასწორების, დამატების, შევსების ან/და განახლებისთვის. ხოლო, თქვენ მიერ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტის, წაშლის, განადგურების და მონაცემთა დაბლოკვის, ასევე თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ასეთი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, კომპანია  შეწყვეტს  მონაცემთა დამუშავებას, წაშლის და გაანადგურებს მათ ან, განაცხადებს  დასაბუთებულ უარს. ამასთან,  თანხმობის გამოხმობა არ გამოიწვევს თანხმობის გახმობამდე, აღნიშნული თანხმობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

თქვენი უფლებების განხორციელებისთვის შეგიძლიათ მიმართოს შპს „შარმ ტრეიდინგს“ იურიდიულ მისამართზე ( ქ. თბილისი ქსნის ქ. #36) ან კომპანიის ელ. ფოსტაზე: