ქოლგეით-პალმოლივის ბრენდის მოძრავი მერჩენდაიზერი
შარმ ტრეიდინგი აცხადებს ვაკანსიას ,,ქოლგეით-პალმოლივის ბრენდის მოძრავი მერჩენდაიზერის” პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი (ისანი, სამგორი)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00სთ-18:00სთ
ანაზრაურება: 1000 + ბონუსი 150 ლარი + ულიმიტო სამგზავრო ბარათი
ფუნქცია-მოვალეობები:
• სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ეფექტურად წარმოჩენის უზრუნველყოფა მერჩენდაიზინგის სტანდარტების შესაბამისად;
• პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლების განთავსება;
• სავაჭრო ობიექტებში არსებული ნაშთების კონტროლი;
• სარეკლამო მასალის ეფექტური გამოყენება;
• ხელმძღვანელისთვის რეგულარური რეპორტების მომზადება დადგენილი წესით და ფორმატით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• სასურველია უცხო ენების ცოდნა.
დამატებითი უნარები:
• ორგანიზებული;
• შედეგზე ორიენტირებული;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი.
რას გთავაზობთ?
• ჯანმრთელობის დაზღვევას;
• ულიმიტო სამგზავრო ბარათს;
• გამოცდილ ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებენ თქვენს განვითარებაზე;
• კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

Eng
Geo