HoReCa სექტორის გაყიდვების ოპერატორი

კომპანია “შარმ ტრეიდინგი” აცხადებს ვაკანსიას ,,HoReCa სექტორის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.


ადგილმდებარეობა: თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500

ფუნქცია-მოვალეობები:

** აქტიური გაყიდვების წარმოება HoReCa მიმართულებით და მსხვილ B2B კლიენტებთან სატელეფონო ზარების მეშვეობით;
**  პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება, როგორც დისტანციურად ისე ადგილზე ვიზიტით, გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნებისა და ჩამოყალიბების მიზნით;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა (მოლაპარაკება, შეკვეთის მიღება, ხელშეკრულების გაფორმება); 
** გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა და კლიენტების ქსელის გაფართოება;
** მომხმარებელთა დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ფასდაკლებების მომზადება და დამუშავება კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად; 
** ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი (ფასები, აქციები, ახალი პროდუქტები);
** გაყიდვების ანგარიშგების წარმოება (ყოველკვირეული/ყოველთვიური);
** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია HoReCa მიმართულებით);        
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** გაყიდვების წარმოების და ეფექტური მოლაპარაკების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** საწვავით უზრუნველყოფას;
** ავტომობილის ცვეთის ხარჯების კომპენსაციას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

 

 

18

18

სტრატეგიული პარტნიორი

8000

8000

+

ღირებული კლიენტი

81

81

წამყვანი გლობალური ბრენდი

600

600

+

გუნდის წევრი