ბრენდ მენეჯერის ასისტენტი

შარმ ტრეიდინგი აცხადებს ვაკანსიას ,,ბრენდ მენეჯერის ასისტენტის” პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00სთ-18:00სთ
ანაზრაურება: 1000 ლარი (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:
• კომპანიის ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან საკომუნიკაციო ენის განსაზღვრა;
• მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაციის წარმოება (წერილობითი და ზეპირსიტყვიერი ფორმით);
• კომპანიის შეკვეთების მომზადება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად;
• პერიოდულად კონკურენტული გარემოს კვლევა და ბაზრის ანალიზი;
• ანალიზის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან პრეზენტაციისა და რეპორტის ფორმით; 
• პრომო აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი  შესრულების მონიტორინგი;
• საჭიროების შემთხვევაში ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
• საწყობში არსებული სარეკლამო მასალების კონტროლი, მერჩენდაიზერებში მასალის განაწილების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირებისა ან/და ეკონომიკის მიმართულებით);
• აუცილებელია Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
აუცილებელია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (ვინაიდან კანდიდატი მოლაპარაკებას აწარმოებს საერთაშორისო მომწოდებლებთან);
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო დონეზე).

დამატებითი უნარები:
• გუნდური მუშაობის უნარი;
• შედეგზე ორიენტირებული;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი. 

რას გთავაზობთ?
• ჯანმრთელობის დაზღვევას;
• თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
• გამოცდილ ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებენ თქვენს განვითარებაზე;
• კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

 

18

18

სტრატეგიული პარტნიორი

8000

8000

+

ღირებული კლიენტი

81

81

წამყვანი გლობალური ბრენდი

600

600

+

გუნდის წევრი