სერვისები

შარმტრეიდინგი არის ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელსაც აქვს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუცია, როგორიცაა: Unilever, Henkel, Colgate, Schwarzkopf Professional, Eczacibasi, Essity, Tchibo და მრავალი სხვა.

ჩვენი სადისტრიბუციო ქსელი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და საწყობები ყველა დიდ ქალაქში. საიდანაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხარისხიან დისტრიბუციას.

ჩვენ ვემსახურებით მრავალფეროვან კლიენტთა სპექტრს, მათ შორის Key Account-ებს, ABC კატეგორიის მაღაზიებს, საბითუმო მაღაზიებსა და აფთიაქებს. საერთო ჯამში 8000 ერთეულს. ჩვენი პორთფელი მოიცავს საყოფაცხოვრებო ქიმიის, პერსონალური და თავის მოვლის საშუალებებს, საკვებ და სასმელ პროდუქტებს.

თითოეულ განყოფილებას მართავს ექსკლუზიური ბრენდის განვითარების მენეჯერი, რაც გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს კონკურენტ მწარმოებლებს შორის. მის დაქვემდებარებაშია ანალიტიკოსი, გაყიდვების მენეჯერი, key account მენეჯერი, სუპერვაიზერი,სავაჭრო აგენტები და მერჩენდაიზერები.

დისტრიბუცია

პირდაპირი დისტრიბუცია (საცალო გაყიდვები)

საქართველოს მასშტაბით, ჩვენ უზრუნველყოფთ წამყვანი საერთაშორისო ბრენდების შერჩეული პროდუქციის დროულ და ეფექტურ მიწოდებას საცალო მაღაზიებში.

ჰორეკა

ჩვენი მომხმარებელზე მორგებული მიდგომები და პროფესიონალური სერვისი უზრუნველყოფს, რომ HoReCa სექტორი (სასტუმროები, რესტორნები და კვების ობიექტები) მომარაგდეს პრემიალური ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქციით და საჭირო ინვენტარით.

პროდუქტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ვაკმაყოფილებთ ყველა ტიპის მომხმარებელს და მუდმივად ვზრუნავთ მოპოვებული ნდობისა და იმიჯის გაუმჯობესებაზე.

სილამაზის სალონები (პროფესიონალური ხაზი)

სილამაზის სალონებს ვამარაგებთ წამყვანი ბრენდების მაღალი ხარისხის ინოვაციური პროდუქციით. ჩვენ ვზრუნავთ, რომ სალონებს შეუფერხებლად ჰქონდეთ წვდომა უახლეს და ყველაზე ეფექტურ სილამაზის პროდუქტებზე.

მუდმივად ვატარებთ საერთაშორისო დონის სასწავლო ტრენინგებს, რათა ქართველი სტილისტებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და პრაქტიკა.

ჩვენი კლიენტები

ლოგისტიკა

ჩვენი ლოგისტიკის გუნდი ყოველდღიურად ემსახურება საშუალოდ 1050 გაყიდვის წერტილსს და ამზადებს დაახლოებით 4000 შეკვეთას. შარმტრეიდინგი გთავაზობთ ყოვლისმომცველ ლოგისტიკურ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ეფექტურ და დროულ მიწოდებას. ჩვენი ლოგისტიკის ოპერაციები მოიცავს:

პროდუქციის ტრანსპორტირება

პროდუქციის ტრანსპორტირება მომწოდებლის საწყობიდან ჩვენს საწყობებამდე.

განბაჟება

გვაქვს საკუთარი საბაჟო საწყობი, რაც საშუალებას გვაძლევს შეუფერხებლად და სწრაფად ვაწარმოოთ ნებისმიერი სახის პროდუქტის საბაჟო პროცედურების გავლა, საკუთარი დეკლარანტების საშუალებით.

საწყობი

ჩვენი პროფესიონალური სასაწყობო მომსახურება მოიცავს პროდუქციის მიღებას, დასაწყობებას, აგროვებას და გაცემას.

შიდა გადაადგილება

მარაგის ოპტიმიზაცის მიზნით ყოველკვირეულად ხდება ცენტრალური საწყობიდან რეგიონალური საწყობების მომარაგება.

მიტანის სერვისი

შეკვეთების და გრაფიკების შესაბამისად ხდება სავაჭრო წერტილების 24-48 საათიანი მომარაგება.

ავტოპარკის მენეჯმენტი

ჩვენი ავტოპარკი მოიცავს 70 Mitsubishi Canter და Toyota Hino მარკის სატვირთო ავტომობილს, დამატებითი უსაფრთხოებისა და რეალურ დროში გადაადგილების მონიტორინგისთვის, ჩვენი ავტოპარკი სრულად აღჭურვილია GPS კონტროლის სისტემით.

TMS სისტემა: გამარტივებული ლოგისტიკური ოპერაციების შესასრულებლად ყველა ფილიალში დანერგილია ტრანსპორტის მართვის სისტემა (TMS), რომელიც აერთიანებს 70 მანქანას მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოვლა და ტექნიკური უზრუნველყოფა: თანამშრომლებისა და პროდუქტების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ვატარებთ რეგულარულ ტექნიკურ ინსპექტირებას და ვახდენთ მანქანების მუდმივ შეკეთებას.

3PL (მესამე მხარის ლოჯისტიკა)

ვთავაზობთ 3PL (მესამე მხარის ლოჯისტიკა) სრულყოფილ მომსახურებას, რომელიც მოიცავს სრულ ლოგისტიკურ ციკლს: ტვირთის ჩამოტანა და მიღება, დამუშავება, დასაწყობება, ინვენტარის მართვა და სავაჭრო ობიექტებზე მიწოდება. მესამე პირებს ვაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლონ სრული პაკეტით, ან მათი საჭიროებებიდან გამომდინარე გამოიყენონ ცალკეული სერვისები.

სასაწყობო
მომსახურება

შარმტრეიდინგი ახორციელებს ფართო სადისტრიბუციო ოპერაციებს, რომელიც მოიცავს:

საწყობების რაოდენობა

ჯამში ვმართავთ 6 სტრატეგიულად განლაგებულ საწყობს საქართველოს მასშტაბით.

ყოველდღიურად ვამუშავებთ საშუალოდ 14000 დასახელების პროდუქტს სხვადასხვა რაოდენობებით.

ჩვენი ცენტრალური საწყობები, რომლის ფართობი 14,000 მ²ა, კლასიფიცირდება როგორც A კლასის საწყობი და აღჭურვილია Toyota-ს ბრენდის თანამედროვე სასაწყობე ტექნიკით და ინვენტარით..

გვაქვს 3 საწყობი აღმოსავლეთ და ცენტრალურ საქართველოში: თელავში, გორსა და ახალციხეში, რომლის საერთო ფართი 2,600 მ² და კლასიფიცირდება როგორც B კლასის საწყობები. ასევე, გვაქვს ორი საწყობი დასავლეთ საქართველოში: ბათუმსა და ქუთაისში, რომლის კომბინირებული ფართია 6,000 მ² და კლასიფიცირდება როგორც A-B კლასის საწყობები.

თბილისში ,ბათუმსა და ქუთაისში გვაქვს სამაცივრე საწყობები, რომლებიც გათვლილია -25 დან +10 გრადუს ტემპერატურაზე.

ყველა საწყობი იყენებს თანამედროვე საწყობის მართვის სისტემას, რაც საკვანძო პროცესების ავტომატიზაციას და ოპტიმიზაციას ახდენს და ამასთანავე საწყობის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად მართვაში გვეხმარება.