სიახლეები

ესენშელ ლუქსი 2.2012 მასტერ კლასი

ნოე 21 / 2012

კომპანია შვარცკოფ პროფესიონალი მუდმივად ზრუნავს სტილისტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათთვის მსოფლიო სიახლეების თუ მოდური ტენდენციების შეთავაზებაზე. სწორედ ამიტომ, უკვე ტრადიციად იქცა „ესენშელ ლუქსის“ თმის ვარცხნილობების უახლესი კოლექციის ჩვენება და მასთან დაკავშირებული მასტერკლასის გამართვა. სპეციალურად შვარცკოფ პროფესიონალის მოწვევით,  მასტერკლასის ჩასატარებლად წელს საქართველოს ესტუმრა მსოფლიო დონის ავსტრიელი სტილისტი, ბატონი დიტერ კაიზერი. მან ჩვენს სტილისტებს გაუზიარა თავისი მრავალწლიანი გამოცდილება და წარუდგინა მისივე თანაავტორობით შექმნილი უახლესი მოდური ტენდეციების მატარებელი „ესენშელ ლუქსის“ 2012 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექცია.

სტილისტებს გადაეცათ მასტერკლასის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები. ასევე ჩატარდა სახალისო გათამაშება, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ შვარცკოფ პროფესიონალის პროდუქციის ნაკრებით.

წლევანდელი მასტერკლასი განსაკუთერებული მნიშვნელობის გახლდათ შვარცკოფ პროფესიონალისათვის, რადგან სწორედ ამავე დღეს – 21 ნოემბერს მოხდა ახალი სასწავლო ცენტრის, ASK აკადემიის ოფიციალური გახსნა.