კორპორატიული ივენთები

მენეჯერთა კონფერენცია და "ჯიფსი ფართი" 2019

ივლ 30 / 2018

2019 წლის ივლისის თვეში შარმ ტრეიდინგმა რიგით მერვე მენეჯერთა კონფერენცია გამართა, სადაც შეჯამებული იქნა 2019 წლის პირველი ნახევრის შედეგები. მენეჯერთა კონფერენცია „ჯიფსი ფართი“–მ დაასრულა. ღონისძიება ლოპოტაზე გაიმართა. საღამოს სტუმარი გახლდათ ბენდი გამოუვალი მდგომარეობა.

შარმ ტრეიდინგმა გამართა ყოველწლიური დაჯილდოვება და გამოავლინა გამარჯვებულები სხვადახვა ნომინაციებში, რომლებიც გრანდიოზული პრიზებით დაჯილდოვდნენ:

ერთგული თანამშრომელი-ოქსანა ტერეშენკო ოჯახთან ერთად კაჭრეთის ამბასადორში დაისვენებს.

სპეციალური პრიზი შთამბეჭდავი რეზულტატისთვის გადაეცა გიორგი შენგელიას, რომელიც ოჯახთან ერთად წინანდლის რედისონში დაისვენებს.

ოფისის საუკეთესო თანამშრომელი-გიორგი ბოლქვაძეს  ლეპტოპი გადაეცა საჩუქრად.

რეგიონალური მენეჯერი-გიორგი კილასონიას საჩუქრად მონადრის მაღაზიის ვაუჩერი გადაეცა.

წლის თანამშრმელი-ქეთევან კერვალიშვილი მეუღლესთან ერთად ტაილანდში გაემგზავრება.

წლის გაყიდვების მენეჯერი-ბესიკ მოლაშვილი ოჯახთან ერთად კუნძულ კრეტაზე დაისვენებს

 

კომპანია ულოცავს ყველა გამარჯვებულს და  მადლობას უხდის მათ თავდაუზოგავი შრომისთვის.