კორპორატიული ივენთები

კონფერენცია "We Care" და "ჰავაი ფართი"

აგვ 1 / 2014

 

 

 

2014 წლის ივლისის თვეში შარმ ტრეიდინგმა რიგით მესამე მენეჯერთა კონფერენცია  - „We Care” - გამართა, სადაც შეჯამებული იქნა 2014 წლის პირველი ნახევრის შედეგები.

კონფერენცია  „ჰავაი ფართი“–მ დაასრულა. ღონისძიება ბათუმში გაიმართა. საღამოს უძღვებოდნენ თიკა ფაცაცია და ვანიკო თარხნიშვილი. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ მომღერლები: სალომე ბაკურაძე და გიორგი სუხიტაშვილი. საოცარი შოუ გამართა ილუზიონისტმა დავით რობაქიძემ. ჩატარდა შეჯიბრებები შარმ ტრეიდინგის თანამშრომლებს შორის.

კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი ფარული კამერის „მსხვერპლი“ გახდა.

შარმ ტრეიდინგმა გამართა ყოველწლიური დაჯილდოვება და გამოავლინა გამარჯვებულები სხვადახვა ნომინაციებში,  რომლებიც გრანდიოზული პრიზებით დაჯილდოვდნენ.