კორპორატიული ივენთები
შარმელები ახალციხეში
ივნ 25 / 2013
2013 წლის 22 ივლისს შარმ ტრეიდინგმა თანამშრომლებს ახალციხეში ექსკურსია მოუწყო. პირველად ტყით დაბურულ ხეობაში განლაგებულ საფარას ვესტუმრეთ. ვნახეთ XIII–XIV საუკუნეებით დათარიღებული ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ერთ–ერთი გამორჩეული წმ. საბას ტაძარი. შემდეგ გადავინაცვლეთ XII-ე საუკუნის ნანგრევების კვალზე აშენებულ რაბათის ციხეში. დავათვალიერეთ მთლიანი კომპლექსი: ქართული, რუსული და თურქული არქიტექტურული ნიმუშები, მუსულმანური ტაძარი– მეჩეთი, ბაღი, ე.წ. „სიყვარულის ხეივანი“, ჯაყელების ციხე და მუზეუმი.